menu
ზიგმუნტ (ზიგა) ვალიშევსკი

ზიგმუნტ
(ზიგა) ვალიშევსკი

ზიგმუნტ (ზიგა) ვალიშევსკი,(1897-1936) პოლონელი მხატვარი, რომლის სახელიც 1910-იანი წლების თბილისური ავანგარდის ისტორიას უკავშირდება. ვალიშევსკი 1903 წლიდან 1920 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ხოლო ცხოვრების მეორე ნახევარში პოლონური ხელოვნების სცენის გამოჩენილი ფიგურა გახდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ვალიშევსკი ფრონტის ხაზზე მსახურობდა, სადაც სამხედრო პირების პორტრეტების მთელი გალერეა შექმნა. 1919 წელს დაევალა თბილისის ოპერის თეატრის ფარდის მოხატვა.

1936 წელს ვალიშევსკიმ კრაკოვში, ვაველის ციხესიმაგრის ერთ-ერთი კოშკის ჭერი მოხატა.