menu
ლადო გუდიაშვილი

ლადო
გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი (1896-1980) ქართული მოდერნისტული ხელოვნებისა და თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც ცნობილია თავისი შემოქმედებითი ხედვითა და ფერწერის უნიკალური სტილით.

გუდიაშვილმა 1920-იანი წლების პირველი ნახევარი პარიზში გაატარა. იქ მისი ნამუშევრები რეგულარულად იფინებოდა „შემოდგომის სალონსა“ (Salon d'Automne) და „დამოუკიდებელთა სალონის“ (Les Indépendants) გამოფენებზე. გუდიაშვილის ნამუშევრები გამოიფინა მარსელსა და ლიონში, ასევე რომში, ბრიუსელში, ამსტერდამში, ბერლინსა და ნიუ-იორკში.

1922 და 1925 წლებში ლადო გუდიაშვილის გამოფენები „La Licorne“-ისა და „Joseph Billiet“-ის გალერეებში მოეწყო.

1925 წლის ბოლოს გუდიაშვილმა მშობლიურ მხარეში დაბრუნება გადაწყვიტა, ხოლო 1926 წლის აპრილში თბილისში, რუსთაველის თეატრში, მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა.