შალვა ქიქოძე (1894-1921) ოზურგეთის რეგიონის სოფელ ბახვში დაიბადა. 1908 წელს, 14 წლის ასაკში, ქართულ იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ მისი პირველი კარიკატურა გამოქვეყნდა. 1914-1917 წლებში შალვა ქიქოძემ უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო. იგი ფერწერას მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლობდა.
1918 წელს მხატვარმა გ. ჯაბადარის მიერ დადგმული რამდენიმე სპექტაკლის მხატვრული გაფორმება შექმნა, მათ შორის: ე. ბრიეს „რელიგია“, დ. ჯაკოზას „როგორც ფოთლები“, ე. როსტანის „თეთრი ვახშამი“ და სხვა. 1921 წლის ოქტომბერში პარიზში, „La Licorne“-ის გალერეაში, ქიქოძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამ მოვლენიდან მცირე ხანში შალვა ქიქოძე 27 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.