menu
ნიკო ფიროსმანი

ნიკო
ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანი (1862–1918) ლეგენდარული თვითნასწავლი მხატვარი იყო. დოკუმენტების თანახმად, ნიკოლოზ ფიროსმანიშვილი დაიბადა ქიზიყში, სოფელ მირზაანში 1862 წელს და გარდაიცვალა თბილისში, 1918 წლის გაზაფხულზე, თუმცა ზუსტი თარიღები დღემდე გაურკვეველი რჩება.

ფიროსმანი და მისი შემოქმედება ფართო ქართული საზოგადოებისთვის 1910-იანი წლების დასაწყისში გახდა ცნობილი. დღესდღეობით მისი ხელოვნება აღიარებულია მთელ მსოფლიოში და გამოფენილია ცნობილ მუზეუმებში.

2018–2019 წლებში ალბერტინას მუზეუმში (ვენა, ავსტრია) გამართული ფიროსმანის გამოფენა 2019 წლის საუკეთესო ათ მოდერნისტულ გამოფენას შორის დასახელდა. 2023 წელს მხატვრის ნამუშევრების ორი მასშტაბური გამოფენა მოეწყო ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (ჰუმლებეკი, დანია) და ბეიელერის ფონდში (რიენი, შვეიცარია).