ოლეგ ტიმჩენკო (1957) საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მხატვარია. იგი ასევე ცნობილია, როგორც 1980-იანი წლების ბოლო და 1990-იანი წლების დასაწყისის ავანგარდული გაერთიანების — „მეათე სართულის“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი.
ოლეგ ტიმჩენკოს მხატვრული ხედვა ძალიან სპეციფიკური და მრავალფეროვანია. თავისი დამახასიათებელი და ინდივიდუალური სტილით იგი გამოსახავს ჯუჯებს, ინფანტებს, ტყეებსა და გამოგონილ პერსონაჟებს. ტიმჩენკო თბილისში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამჟამად იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.