სერგო ფარაჯანოვი (1924-1990) კინოს ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი და არაორდინალური ხელოვანია. ფარაჯანოვის ფილმები მსოფლიო კინემატოგრაფში უმნიშვნელოვანესად მიიჩნევა და აღფრთოვანებას იწვევს მთელ მსოფლიოში. წარმოშობით სომეხი სერგო ფარაჯანოვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. იგი სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას, ვოკალსა და ბალეტს, ხოლო 1951 წელს დაამთავრა მსოფლიოში უძველესი კინოსკოლა — საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ВГИК).
1964 წელს ფარაჯანოვმა შექმნა თავისი პირველი შედევრი „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მისი სხვა აღიარებული ნამუშევრებია „ბროწეულის ფერი“ (1969), „სურამის ციხის ლეგენდა“ (1985) და „აშიკ-ქერიბი“ (1988).
სერგო ფარაჯანოვი ღიად აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს, რის გამოც რამდენიმე წელი ციხეში გაატარა.
1989 წელს ფარაჯანოვმა დაიწყო ავტობიოგრაფიული ფილმის, „აღსარების“ გადაღება, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნამუშევარი დაუმთავრებელი დარჩა.
ფარაჯანოვი 1990 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს!
ქუქი-ფაილების გამომყენებელი საიტის მონახულებისას ეს ფაილები თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ქუქი-ფაილები შეიცავს ინფორმაციას გვერდზე თქვენი ქმედებების შესახებ. ეს ინფორმაცია დაკავშირებულია თქვენთან და მონახულებულ საიტთან. დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები.