დაამატეთ სახელები, თარიღები ან ნებისმიერი ველი
8 სექტემბერს 18:00 საათზე ATINATI-ს კულტურის ცენტრში ATINATI-ს კოლექციის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად ATINATI-ს კოლექციის გამოფენა იქნება წარმოდგენილი. ATINATI-ს დაარსებიდან სამი წელი სრულდება. ეს თარიღი ATINATI-ს კოლექციის პირველი კატალოგის პრეზენტაციით აღინიშნება.
ATINATI -ს კატალოგის პირველი ნაწილი მოიცავს კოლექციაში დაცულ სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს. აღნიშნული კატალოგი პირველი ნაწილია. უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო გამოცემებიც.
ATINATI-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სახვითი ხელოვნების ნიმუშების მზარდი კოლექციაა, რომელიც მესამე წელია იქმნება და მასში 1000-ზე მეტი ნიმუშია უკვე დაცული. ATINATI-ს კერძო კოლექცია ნათელ სურათს ქმნის ხელოვნების განვითარების უწყვეტ ხაზზე მოდერნიზმიდან დღემდე.
ATINATI-ს კოლექციის გამოფენა 25 სექტემბრამდე 2023 გაგრძელდება.