დაამატეთ სახელები, თარიღები ან ნებისმიერი ველი
მეოცე საუკუნის ქართველ მხატვართა შორის ლეილა შელია ერთ-ერთი პირველი აბსტრაქციონისტი ქალია, რომელმაც თავისი შემოქმედების დასაწყისშივე - 1980 წლებიდან მთავარ მიმართულებად აბსტრაქცია აირჩია.
გამოფენა, სწორედ, აბსტრაქტული ნამუშევრების 43 წლის განმავლობაში შექმნილ ერთგვარ რეტროსპექტივას წარმოადგეს. ექსპოზიციაზე ლეილა შელიას ადრეული და უახლესი ნამუშევრები იქნება გამოფენილი, რომლითაც მხატვრის შემოქმედების აბსტრაქტული მიმართულების სრული განვითარების გზა წარმოჩინდება. ასევე გამოიფინება რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც ATINATI-ს კერძო კოლექციაშია დაცული. ლეილა შელია ის გამორჩეული არტისტია, რომლის ტილოებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კოლექციებშია დაცული. მათ შორისაა, ზიმერლის მუზეუმი. (Zimmerli Art Museum)
ლეილა შელიას ტილოებში გამომსახველობით აქცენტს ფერი წარმოადგენს. ის ცდილობს, ხშირად დაპირისპირებულ, ხან რამდენიმე მონოქრომულ ფერთა შეხამებას და მათი ერთობლიობა მედიტაციურიც კი არის. შემოქმედებითი აქცენტებით დამთავალირებელი ნამუშევრებში ფერწერული ქსოვილის ფაქტურასაც კი შეიგრძნობს.
ლეილა შელიას გამოფენა ATANATI’S კულტურის ცენტრში 3 ნოემბრამდე 2023 გაგრძელდება.