დაამატეთ სახელები, თარიღები ან ნებისმიერი ველი
ATINATI-ს კატალოგი ქართული სახვითი ხელოვნების ბეჭდური რესურსია. კატალოგის პირველი გამოცემა თანამედროვე მხატვრობის გამორჩეული ავტორების ნამუშევრებს აერთიანებს. ATINATI მომავალშიც გეგმავს ახალი კატალოგების გამოცემას, თითოეული კოლექციის ნამუშევრებზე იქნება ორიენტირებული და კონკრეტული პერიოდების მიხედვით გამოიცემა. ATINATI-ს კატალოგი ხელს უწყობს ქართული ხელოვნების გაცნობასა და პოპულარიზაციას მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინსტიტუციაში.