menu

მუზეუმი - ხიდი წარსულსა და მომავალს შორის

ვანიძველ ქართულ ენაში სავანეს, სადგურს, მონასტერს ნიშნავს და როგორც იმერეთში მდებარე ადგილის აღმნიშვნელი სახელი, წერილობით წყაროებში პირველად XVIII საუკუნის 70-იან წლებში დასტურდება. ასე იხსენიებავანის ოთხთავისმინაწერში, აგრეთვე გერმანელი მოგზაურის გიულდენშტედტის ცნობებში სოფელი, რომელსაც დღესზედა ვანიეწოდება და XI-XII საუკუნეებში აგებული მთავარანგელოზის ეკლესიითაა ცნობილი. საკუთრივ ვანს XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვითსაჩინოეწოდებოდა.



ვანი, საჰაერო ხედი 


მითიური კოლხეთის შუაგულში მდებარე ამ განსაკუთრებული სახელის მქონე ქალაქში არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდება მითი და რეალობა. ეს ვანის არქეოლოგიური მუზეუმია. ყველაფერი კი 150 წლის წინ დაიწყო. ვანის .. ახვლედიანების გორის გარდა, ალბათ, იშვიათად მოიძებნება ადგილი, სადაც წვიმის ნიაღვარს ჩამოჰქონდეს ოქროს ნივთები, როგორც ამის შესახებ 1876 წელს გაზეთიდროებაიუწყებოდა.

სწორედოქროს წვიმამდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით ნაპოვნმა ძვირფასმა ნივთებმა, რომელთა შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ჩნდებოდა, მისცა დასაბამი ვანის არქეოლოგიურ გათხრებს. გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, გიორგი წერეთელმა, 1880 წლის 18 ნოემბერს არქეოლოგიური ყრილობის მოსამზადებელი კომიტეტის თბილისში გამართულ სხდომაზე პირველად დააყენა ვანის არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობის საკითხი.


 

გაზეთი "დროება", 1876 წელი


1889 წელს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით ვანში გათხრები დაიწყო . სტოიანოვმა, წარმოშობით ბულგარელმა მხარეთმცოდნემ, ქუთაისისა და შემდეგ ბათუმის გიმნაზიის დირექტორმა, რომელსაცბერძნული დროის საფლავებიდა ოქროს ნივთები აღმოუჩენია, მაგრამ მათ შესახებ ასევე მხოლოდ ცნობებია შემორჩენილი. იმავე წელს ვანში გათხრები ჩაუტარებია ფრანგ მეცნიერს იაკობს, რომელსაც ეკლესიის ნანგრევები უპოვია.


1896 წელს ვანში არქეოლოგიურ გათხრებს იწყებს ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი და საქართველოს ეროვნული საგანძურის გადარჩენისთვის გაწეული ღვაწლისთვის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი დიდი ექვთიმე თაყაიშვილი.

ის ერთადერთი ქართველი არქეოლოგი იყორომელსაც მოსკოვის არქეოლოგიურმა კომისიამ საქართველოში გათხრების წარმოების ნება დართოექვთიმე თაყაიშვილმარომელმაც ვანში პირველი მეცნიერული გათხრები ჩაატარაასევე პირველმა განსაზღვრა აღმოჩენების ქრონოლოგია და იწინასწარმეტყველა ამ ძეგლის უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობა: „ძველი ქალაქი ვანისა თავის ნაშთებით დამარხულია ახლანდელი ახვლედიანების კარ-მიდამოშისადაც არ უნდა მიადგეთ თხრას ამ გორაკზეყველგან იპოვით ეგრეთწოდებულს კულტურულ ნიადაგსქვის კედლებსსხვადასხვა შენობებსთიხის ჭურჭლის ნატეხებსქვევრებსქვის კიბეები და ძველი შენობის ნაშთები ზოგჯერ ზეზედ ამოსჭვივიან“. ექვთიმე თაყაიშვილმა პირველმა შეძლო ვანში ადრე ნაპოვნი ნივთების არა მხოლოდ შეგროვებაარამედ მათ ქვეყნის ეროვნულ საგანძურში სამუდამო ადგილი დაუმკვიდრა მის მიერვე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალასთან ერთადდღეს ამ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენების ნახვა სწორედ ვანის განახლებულ მუზეუმშია შესაძლებელიხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1936 წელსაკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის თაოსნობით ვანში ტარდება პირველი სადაზვერვო სამუშაოები. 1947 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისარქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა ვანის პირველი არქეოლოგიური ექსპედიციამას ხელმძღვანელობდა პირველი ქართველი არქეოლოგი ქალი ნინო ხოშტარიაფართომასშტაბიანი გათხრები და ძეგლის კომპლექსური მეცნიერული შესწავლა ვანსა და მის შემოგარენში 1966 წლიდან იწყება ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.

ვანში არქეოლოგიას თაობები ეზიარებოდნენ, ხოლო ვანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თავისი ძირითადი შემადგენლობით ოთარ ლორთქიფანიძე, რუსუდან ფუთურიძე, ვერა თოლორდავა, გიორგი ლეჟავა, მარინე მიწიშვილი, ნანა მათიაშვილი, ანა ჭყონია, ელენე გიგოლაშვილი, დარეჯან კაჭარავა, მარინე ფირცხალავა, გურამ ყიფიანი, გელა გამყრელიძე, ვახტანგ ლიჩელი, გურამ კვირკველია, დიმიტრი ახვლედიანი  ქართულ არქეოლოგიაში კვლევის ახალ ეტაპს მისცა დასაბამი.  


 

ექვთიმე თაყაიშვილი


არქეოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვანი თითქმის მთელი ძვ. . I ათასწლეულის განმავლობაშიძვ. . VIII საუკუნიდან მოყოლებული ძვ. . I საუკუნემდე – „ოქრომრავალი კოლხეთისმთავარ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. თავიდან გათხრების დროს აღმოჩენილი მასალა თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდა. ვანის არქეოლოგიური ექსპედიცია ყოველ სეზონზე არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი, არამედ უნიკალური აღმოჩენებით იყო განებივრებული. სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა ადგილობრივი მუზეუმის შექმნის აუცილებლობა. მცირე ზომის საცავი მუზეუმის ელემენტებით პირველად თვითონ ექსპედიციის ბაზაზე მოეწყო, შემდგომში რაიონულ ცენტრში პატარა შენობაში მცირე ექსპოზიცია განთავსდა. 70-იან წლებში ცნობილმა არქიტექტორმა და ანტიკური არქიტექტურის მკვლევარმა გიორგი ლეჟავამ შეიმუშავა მუზეუმის შენობის პროექტი, რომელიც ვანის არქეოლოგიური ძეგლის კონტექსტს იდეალურად იყო მორგებული. ანტიკური ტაძრის ფორმის ნაგებობისთვის ადგილად გიორგი ლეჟავამ და ოთარ ლორთქიფანიძემ ერთად შეარჩიეს ახვლედიანების გორის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბორცვი, მაგრამ პროექტის განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

 

არქეოლოგიური მუზეუმის აშენება ერთმა ბედნიერმა შემთხვევამ განაპირობა, რომლის მომსწრეც თავად გავხდი. 1981 წელს ვანს ნაქალაქარისა და ახალი აღმოჩენების სანახავად ქვეყნის იმდროინდელი მეთაური ედუარდ შევარდნაძე ეწვია, რომელმაც წასვლისას იკითხა, რა გჭირდებათო. ექსპედიციის ხელმძღვანელის მოკრძალებულ პასუხზე, რომ არქეოლოგიური მასალის დასაბინავებლად საჭირო იყო ნაგებობა, ედუარდ შევარდნაძის რეაქცია ასეთი იყო: ვანს სჭირდება ნამდვილი მუზეუმი. ასე გადაწყდა არქეოლოგიური მუზეუმის აშენება მაშინ, როდესაც ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირში ახალი მუზეუმების მშენებლობა აკრძალული იყო. შესაბამისად, ახალი მუზეუმის პროექტირებაც კი სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მთავრობაში მყოფმა არქიტექტორმა გიორგი ანდრონიკაშვილმა მაშინვე გაიხსენა, რომ ვანის მუზეუმის პროექტი უკვე არსებობდა, რომლის ავტორი იმ დროს უკვე გარდაცვლილი გიორგი ლეჟავა იყო. მალე დაიწყო მუზეუმის მშენებლობა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მუზეუმის მშენებლობას დიდი დახმარება გაუწია ვანის რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ბატონი ნოდარ ანდრიაძის თაოსნობით. ოთარ ლორთქიფანიძის სამეცნიერო კონცეფციის საფუძველზე მხატვარ-არქიტექტორების, გურამ ყიფიანისა და ნოდარ ამაშუკელის მიერ შემუშავებული სცენოგრაფიით შეიქმნა საბჭოთა ეპოქისთვის იშვიათი გამოფენა, რომლის მოწყობაშიც ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად ექსპედიციის თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული.


ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა და ის საცავებით, პირველადი მოხმარების სარესტავრაციო და ფოტოლაბორატორიით, ბიბლიოთეკით, საკონფერენციო დარბაზით აღჭურვილი პირველი მუზეუმ-ნაკრძალი იყო რეგიონში. დაარსებიდან მუზეუმის უცვლელი ხელმძღვანელი ვანის მკვიდრი, ისტორიკოსი ომარ გაბუნიაა.


მუზეუმმა ვანი მაშინვე აქცია მიზიდულობის ახალ ცენტრად. არქეოლოგიურ მასალას აღმოჩენისთანავე არა მარტო ამუშავებდნენ და შეისწავლიდნენ, არამედ ძალიან მალე შესაძლებელი იყო გამოფენაზე ახალი აღმოჩენების ნახვა. ესენია, მაგალითად, 1987 წელს აღმოჩენილი N19 სამარხის მდიდრული, ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშების შემცველი ინვენტარი ან 1988 წელს აღმოჩენილი ჭაბუკის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელმაც შემდეგ, 2015 წელს, მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში – პალაცო სტროცი (ფლორენცია) და ჟან-პოლ გეტის მუზეუმი (ლოს-ანჯელესი) – გამართულ გამო- ფენებზე „ძალაუფლება და პათოსი: ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკება“ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. დღეს მას ვანის განახლებული მუზეუმის ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს უნიკალურ და სიმრავლით გამორჩეულ კოლექციაში კვლავ ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. ისევე როგორც მსოფლიოში ცნობილ ხელოვნების არაერთ ნიმუშს სახელი ეწოდა მისი აღმომჩენის ან აღმოჩენის ადგილის მიხედვით, ამ ქანდაკებასაც დღეს უკვე „ვასიკოს“ სახელით იცნობენ. ასე მას ბატონ ვასილ გაბუნიას (მიწის იმ ნაკვეთის მფლობელი, სადაც ქანდაკება იქნა ნაპოვნი) პატივსაცემად ეწოდა.



ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. ფოტო: თბელ აბუსერიძე. ჟურნალი "National Geographic"


 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. GNM EMYA. 2023


ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსებისთანავე გახდა შავიზღვისპირეთის ისტორიის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმების ჩატარების მუდმივი ადგილი, სადაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები განსაკუთრებული სიამოვნებით რეგულარულად იყრიდნენ თავს. ვანის მუზეუმმა ღირსეულად გაუძლო არა მხოლოდ 90-იანი წლების სირთულეებს, არამედ სამუზეუმო სფეროში XXI საუკუნის გამოწვევებსაც.


საქართველოს ეროვნული მუზეუმისქვეყნის მთავარი სამუზეუმო გაერთიანებისშემადგენლობაში შემავალი რეგიონული მუზეუმების რეაბილიტაციასთან ერთად პრიორიტეტული გახდა ვანის მუზეუმის განახლებაც, ვანში კი არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც 2002 წლიდან სათავეში დარეჯან კაჭარავა ჩაუდგა, კვლავ გასაოცარი აღმოჩენებით გრძელდებოდა. სწორედ ეს აღმოჩენები, კერძოდ, 2003-2004 წლებში აღმოჩენილი ორი, ისევოქრომრავალისამარხის ინვენტარი და 2007 წელს გამოვლენილი ბრინჯაოს უნიკალური ნივთების შემცველიგანძიგახდა მთავარი შემადგენელი ნაწილი საერთაშორისო გამოფენებისა, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით მოეწყო მსოფლიოს ისეთ წამყვან მუზეუმებში, როგორებიცაა: ბერლინის Antikensammlung, ნიცის აზიური ხელოვნების მუზეუმი, პარიზის Musée de la Monnaie, ვაშინგტონის არტურ . საკლერის გალერეა, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ძველი სამყაროს კვლევის ინსტიტუტი, ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, კემბრიჯის ფიცუილიამის მუზეუმი, ბენაკის მუზეუმი (ათენი), სტოკჰოლმის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის სიძველეთა მუზეუმი, დრენტის მუზეუმი (ასენი), სევილიის არქეოლოგიის მუზეუმი, რომის საიმპერატორო ფორუმების მუზეუმი, ფლორენციის Palazzo Strozzi, ფრანკფურტის Liebighaus, ლოს-ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმი, ვაშინგტონის ეროვნული გალერეა, ბორდოს „ღვინის ქალაქი“, მარსელის Mucem და ა. შ.


პოსტერი გამოფენიდან "Wine Worship & Sacrifice. Golden Graves of Ancient Vani"


პოსტერი გამოფენიდან "Géorgie, Berceau de la Viticulture" 



ამ გამოფენების მოწყობისას შეძენილმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ვანის მომავალი მუზეუმის და ახალი გამოფენის მომზადების პროცესში. გარდა ამისა, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ჟან-პოლ გეტის ცენტრში ჩატარებული ბრინჯაოს ჭრაქებისა და „განძის“შემცველი სხვა სატაძრო ინვენტარის ერთობლივი კვლევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან პროფესორი ნინო კალანდაძე ხელმძღვანელობდა.


ნინო კალანდაძე



2007 წელს დაიწყო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით. მთავარი გამოწვევა იყო ძველი შენობის იერსახის შენარჩუნება და მისი თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რასაც არქიტექტურული კომპანიის Ellis Williams Architects-ის ჯგუფმა დიტერ პფანენშტილის ხელმძღვანელობით წარმატებით გაართვა თავი. ადგილზე კი მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორთა ჯგუფი ზაზა იაშვილის ხელმძღვანელობით. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა მამუკა საღარაძე.

გამოფენის სცენოგრაფიაზე სამუშაოდ საფრანგეთიდან მოწვეული იყო დიზაინერი ლინა მარია ლოპესი. ის, როგორც საფრანგეთში ორგანიზებული ჩვენი გამოფენების დიზაინერი, უკვე კარგად იცნობდა საგამოფენო მასალას. თანამედროვე ინფრასტრუქტურის წყალობით ექსპონატების დამატების გარდა ექსპოზიციაში სიახლეების შეტანაც გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, გაიზარდა გამოფენის მასშტაბიც და ექსპოზიციის მოწყობის კომპლექსურ სამუშაოებს კოორდინაციას უწევდა სალომე გურული. განახლებული გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია (ავტორი ნინო ლორთქიფანიძე) ძველი მუზეუმის ტრადიციებს ემყარება და ამაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით გამოფენის კურატორებს დარეჯან კაჭარავას და მარინე ფირცხალავას. მუზეუმის განახლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ექსპედიციის წევრები და ვანის მუზეუმის ყველა თანამშრომელი.


 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. ფოტო: ანი დავარაშვილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი


ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ორ სართულზე ათ საგამოფენო დარბაზში განთავსებული მუდმივმოქმედი გამოფენა წარმოაჩენს მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის – კოლხეთის სამეფოს – პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრის რვასაუკუნოვანი ისტორიის ოთხივე ეტაპს. სამეცნიერო კონცეფციაზე ყველა დეტალის გათვალისწინებით მორგებული სცენოგრაფიის, ასევე თანამედროვე ინსტალაციების მეშვეობით მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა მუდმივ დიალოგშია როგორც ნაქალაქართან, ასევე ბერძნულ წერილობით წყაროებთან და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აცოცხლებს ვანის, როგორც კოლხეთის სამეფოს უმნიშვნელოვანესი ქალაქის სტატუსის განმსაზღვრელ ყველა ელემენტს. ესენია: კოლხური ბრინჯაოს კულტურის აყვავების ხანის, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების, ე. წ. ვანის ქვეყანა, ამავე პერიოდის სამსხვერპლო მოედანი თავისი კომპლექსური რიტუალებით, ძვ. წ. VI-V საუკუნეების ხის ტაძარი; ძვ. წ. V-IV საუკუნეებში „ოქრომრავალი“ სამარხები და კოლხეთის წარჩინებულ პირთა მთავარი დასაკრძალავი ადგილი; ძვ.წ. III საუკუნეში ადამიანების ნაცვლად თვით ოქროს სამკაულით შემკული ბრინჯაოსა და რკინის ანთროპომორფული ქანდაკებების „დაკრძალვის“ უნიკალური რიტუალი, რომელსაც ვანის ფარგლებს გარეთ ანალოგი არ აქვს; ძვ. წ. II-I საუკუნეების სატაძრო ქალაქი და ამავდროულად ლითონის დამუშავების შესახებ ცოდნის მნიშვნელოვანი კერა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მისი სიმდიდრის გამო დაანგრია მტერმა უმოწყალოდ.


დღეიდან ვანის მუზეუმში ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეშვეობით შესაძლებელია არტეფაქტების კომპლექსური კვლევა, რომელიც აღმოჩენის მომენტიდანვე ველზე შეიძლება დაიწყოს. მუზეუმში შეიქმნა ლეონ ლევისა და შელბი ვაითის სახელობის ბიბლიოთეკა მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურით, ახალი ტიპის აუდიტორია კი საუკეთესო გზაა საზოგადოებასთან დიალოგის დასამყარებლად და ცოდნის გასავრცელებლად. მუზეუმში უახლესი სტანდარტების დაცვით მოწყობილია ფონდები, ხოლო საზოგადოებრივი სივრცეები, მათ შორის კაფე, მუზეუმის მაღაზია და ღია ვერანდები პანორამული ხედებით ნაქალაქარზე, ასევე კავკასიონის ქედსა და ხვამლის მთაზე, თავისუფალი დროის გატარებისთვის საუკეთესო ადგილია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.



 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”. ფოტო: ანი დავარაშვილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი


სიმბოლურია, რომ პირველი დროებითი გამოფენა, რომელსაც ვანის განახლებულმა მუზეუმმა უმასპინძლა, იყო „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი”. გამოფენაზე, რომელზეც საქართველოში პირველად პომპეის არქეოლოგიური პარკის მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა იყო წარმოდგენილი, დამთვალიერებელს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, ერთად ენახა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი ექსპონატები. ვანი ფართო საერთაშორისო საზოგადოებამ 1995 წელს საფრანგეთში გამოცემული ოთარ ლორთქიფანიძის წიგნით გაიცნო სწორედ როგორც „საქართველოს პომპეი“.


2024 ვანის მუზეუმმა უმასპინძლა გამოფენას „ეტრუსკული სამყარო“. აქ წარმოდგენილი იყო ეტრუსკული კულტურის ნიმუშები იტალიის წამყვანი მუზეუმებიდან.


მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი. აღიარების სიგელი. 2024


ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა, რომელმაც 2020 წელს ახალი სიცოცხლე დაიწყო, ევროპის 2023 წლის მუზეუმების კონკურსში (EMYA 2023) ერთ-ერთი მთავარი ჯილდო – სილეტოს პრიზი – „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისათვის“ მიიღო,ხოლო 2024 წელს მუზეუმი აღიარებული იქნა  The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი)


ვანში არქეოლოგიური გათხრები და მუზეუმის განვითარება გრძელდება...