Atinati
·
აგვისტო 20, 2026
დავით (დუდა) გაბაშვილი
ფერმწერის, გრაფიკოსის, მოქანდაკის, პედაგოგის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სახალხო მხატვრის, დავით დუდა გაბაშვილისადმი (1914-1995) მიძღვნილ გამოსათხოვარ წერილში ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე აღნიშნავდა, რომ იგი იყო აბსოლუტური, შეუმცდარი გემოვნებისა და დახვეწილობის, უმაღლესი მხატვრული კულტურისა და პროფესიონალიზმის შემოქმედი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გოგი ხოშტარია კი ამბობს, რომ დავით გაბაშვილის ხელოვნება არ არის სათანადოდ დაფასებული, რადგან იგი არ იყო ორიენტირებული ზედაპირულ ეფექტებზე და მისი აღქმა მაყურებლისგან სპეციალურ, სიღრმისეულ მომზადებას მოითხოვს.